ფეხბურთი

17:00 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კამავინგა: "ჩვენ მეგობრები ვართ, თუმცა თუ მისი მოკვლა დამჭირდება, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფეხბურთელმა ედუარდო კამავინგამ ჟურნალისტებთან საუბრისას მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა და კომენტარი მის მეგობარ მაიკლ ოლისეზეც გააკეთა.

"რა თქმა უნდა, რთული მატჩები გველოდება, თუმცა ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ. გუნდი, რომელმაც ყოველთვის იცის როგორ იპოვოს გამოსავლის გზა რთული სიტუაციიდან. "ბაიერნი" ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია, მათ შესანიშნავი შეტევითი ხაზი ჰყავს, როგორც ჩვენ. ვფიქრობ მნიშვნელოვან როლს ამ თამაშებში ის ფაქტი ითამაშებს, თუ რომელი კლუბი დაიცავს ოქროს შუალედს დცვასა და შეტევაში.

"ბაიერნის" რიგებში თამაშობს ჩემი მეგობარი მაიკლ ოლისე. მე მას ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობთ ორ კვირაში ეს მოედანზე აღარ იქნება და თუ მისი მოკვლა მომიწევს, ამას აუცილებლად გავაკეთებ", - განაცხადა კამავინგამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "რეალსა" და "ბაიერნს" შორის 7 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 15 აპრილს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172388