ფეხბურთი

15:20 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ახლა დამნაშავის ძებნას აზრი არ აქვს, გამოსავალი ჩემპიონატის 16 გუნდამდე შემცირებაა"

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლას გამოეხმაურა. Radio CRC-თან გაკეთებულ კომენტარი დე ლაურენტისმა ამ სიტუაციიდან გამოსვლაზეც გააკეთა.

„წარსულში სერია A-ში 16 გუნდი თამაშობდა, მაგრამ დღეს 20 გვყავს. თუ დავუბრუნდებით 16-გუნდიან ფორმატს და შევწყვეტთ სუპერთასების ჩატარებას საუდის არაბეთში, დავზოგავთ იმ ფეხბურთელების ენერგიას, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს და არა FIFA-ა ან UEFA-ა. ამგვარად, ეროვნულ ნაკრებს ექნება საკმარისი დრო მოსამზადებლად.

ახლა დამნაშავეების ძიებას აზრი არ აქვს; იტალიური ფეხბურთი უკვე მრავალი წელია სტაგნაციაშია. არაფერი იცვლება, რადგან ყველა უბრალოდ დინებას მიჰყვება, მე კი იმ ტიპის ადამიანი არ ვარ, ვინც ასე იქცევა. მე ვიკავებ პოზიციას, რომელიც სხვებისთვის არასასიამოვნოა, მაგრამ ასე ხდება, როცა სიმართლის მხარეს ხარ,“ — განაცხადა დე ლაურენტისმა

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის ფინალში ბოსნია ჰერცოგოვინასთან დამარცხდა, მატჩის ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა თერთმეტმეტრიანებში უკეთესი ბოსნია იყო და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას სწორედ მათ მოიპოვეს. ამრიგად იტალიის ნაკრებს მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ ვნახავთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092512