დღეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ FIFA-მ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა.
მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა, ჩვენმა გუნდმა თბილისში ისრაელს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში სტუმრად ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.
ამ შეხვედრების შემდეგ საქართველოს ნაკრები 1350.18 ქულას აგროვებს და 73-ე პოზიციიდან 72-ზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე გადაინაცვლა საფრანგეთის ნაკრებმა, რომელიც აქამდე მესამე იმყოფებოდა, ხოლო მერე და მესამე ადგილს ესპანეთი და არგენტინის ნაკრებები იკავებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 2 ივნისს რუმინეთის ნაკრებთან გამართავს.





