ფეხბურთი

16:25 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო დელ პიერო: "დღევანდელი შემადგენლობა აშკარად საშუალოზე დაბალი დონისაა"

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლას გამოეხმაურა და იტალიის ამჟამინდელი შემადგენლობა მკაცრად გააკრიტიკა.

"იტალია ახლა მსოფლიო ფეხბურთში სასაცილო მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება სრულიად მიუღებელია. როგორ შეიძლება, რომ ჩვენს მსგავსმა ქვეყანამ მთელი სერია მსოფლიო ჩემპიონატებისა გამოტოვოს? ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონებს უკვე 20 წელია მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანიათ. ადრე მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ დღევანდელი შემადგენლობა აშკარად საშუალოზე დაბალი დონისაა", - განაცხადა დელ პიერომ

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები პლე-ოფის ფინალში ბოსნიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და შედეგად მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ იტალიის ნაკრების გარეშე ჩაივლის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093664