ფეხბურთი

18:00 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" კონტრაქტში ჩადებული პუნქტი არ გამოიყენა და რაშფორდს 30 მილიონად ვეღარ გამოისყიდის

კატალონიის "ბარსელონა" მარკუს რაშფორდის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვას ვეღარ შეძლებს, ინფორმაციას SER Catalunya-ს ჟურნალისტი ნილ სოლა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ" არ გამოიყენა კონტრაქტში ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გამოსყიდვა მარტის ბოლომდე შეეძლო.

ჟურნალისტის თქმით, კლუბმა ეს გადაწყვეტილება ფინანსური მიზეზების გამო მიიღო და ახლა ან ტრანსფერის ფასის შემცირებაზე ეცდება მოლაპარაკებას, ან ფეხბურთელის იჯარით დატოვებას კიდევ ერთი სეზონით.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდი "ბარსელონას" იჯარის წესით გასულ ზაფხულს შეუერთდა, ინგლისელma მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165552