ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და „სკუადრა აძურა“ „არსენალს“ შეადარა.
„იტალია ეროვნული გუნდების „არსენალია“. გუნდი, რომლის აჟიოტაჟი მის წარსულ დიდებას ეფუძნება. იტალიის ეროვნულ ნაკრებს არ აქვს მკაფიო ხედვა, ისინი გუნდურად არ თამაშობენ. ყველაფერი ინდივიდუალიზმზეა ორიენტირებული და ზოგიერთი თამაში ძალიან ცუდი იყო.
ეს არ არის ის იტალია, რომელიც 1990-იან ან 2000-იანი წლების დასაწყისში იყო. ის არ განასახიერებს ისეთი მოთამაშეების სულისკვეთებას, როგორებიც არიან პაოლო მალდინი, კანავარო, პირლო, ტოტი ან ბუფონი“, - თქვა სქოულზმა.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში ბოსნიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა.





