ფეხბურთი

20:40 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვარსკვლავები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა, 48 მონაწილე გარკვეულია და შესაბამისად, ისიც, რომელი ფეხბურთელები დააკლდებიან მუნდიალს.

Goal Italia-მ გამოარჩია რამდენიმე ფეხბურთელი (თითოეული ქვეყნიდან თითო ფეხბურთელი), რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნებიან. მათ შორისაა, ხვიჩა კვარაცხელიაც:

„საქართველო ევრო 2024-ის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო და ხვიჩა კვარაცხელია მერვედფინალში გასვლის მამოძრავებელი ძალა იყო თავისი ბრწყინვალე თამაშით. თუმცა, „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი მომავალ ზაფხულს დიდ სცენაზე ვერ შეძლებს გაბრწყინებას.

კვარაცხელიამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი ბულგარეთთან 3:0 მოგებულ მატჩში, მაგრამ საქართველომ დარჩენილი ხუთი თამაშიდან ოთხი წააგო და E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ესპანეთისა და თურქეთის შემდეგ. მწვრთნელ ვილი სანიოლს ნულიდან მოუწევს დაწყება, რათა თავისი გუნდის მორალი აამაღლოს, რომელსაც უბრალოდ არ ჰყავს სხვა მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ კვარაცხელიას დონესთან მიახლოება“, - წერს Goal-ი.

გამოცემამ კვარაცხელიას გარდა, სიაში შეიყვანა ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია), კრისტიან ერიკსენი (დანია), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი), ბრაიან მბეუმო (კამერუნი), დუშან ვლაჰოვიჩი (სერბეთი), დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი), ალექსის სანჩესი (ჩილე), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა), ბენჟამინ შეშკო (სლოვენია), სერჰუ გირასი (გვინეა).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090338