ვეტერანმა ამერიკელმა მეკარემ ბრედ ფრიდელმა „ლივერპულში“ მეკარეების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ალისონი ამჟამად პირველი ნომერია და მისი შეცვლა ძალიან ძნელი იქნება, ხოლო გიორგი მამარდაშვილისთვის ჯერ ნაადრევია „ლივერპულში“ პირველი ნომრობა:
„ალისონი ფანტასტიკური ნიჭით დაჯილდოვებულია და უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ძალიან მიხარია, რომ კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდა, რადგან ალისონის შეცვლა ძალიან რთული იქნება. დიახ ჰქონდა ტრავმები და თამაშები გამოტოვა, მაგრამ ასეთი მაღალი დონის მეკარე გინდა, რომ შენთან, რაც შეიძლება დიდხანს იყოს.
დიახ, კლუბმა უნდა დაიწყოს ახალი პირველი ნომრის ძებნა, თუ ეს უკვე არ გაუკეთებიათ, როდესაც ალისონი წავა, მაგრამ ახლა ის „ლივერპულში“ ჩემთვის პირველი ნომერია.
რამდენად კარგი შეიძლება იყოს მამარდაშვილი, რთულია პასუხის გაცემა, რადგან გიორგის ბევრი თამაში არ გვინახავს და რაც ვნახეთ, ნამდვილად დრო დასჭირდება. მთავარია, როგორ უმკლავდები დაშვებულ შეცდომებს. როგორ შეგიძლია სწრაფად ადგე და შეცდომებისგან ისწავლო. როგორ შეგიძლია გაუმკლავდე პრემიერლიგაში ზედიზედ მატჩებს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს? მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აჩვენოს, რომ სტაბილურად კარგად თამაში შეუძლია“, - აღნიშნა ფრიდელმა.
შეგახსენებთ, რომ ბრედ ფრიდელმა „ლივერპულში“ 1997-2000 წლებში 31 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი წლების განმავლობაში „ბლექბერნის“, „ასტონ ვილას“ და „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავდა.





