არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ იტალიის ნაკრების ფიასკოზე კომენტარი გააკეთა.
როგორც „ალბისელესტეს“ თავკაცმა აღნიშნა, მისთვის და არგენტინელებისთვსი სამწუხაროა, რომ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.
„მწყინს, რაც იტალიას დაემართა. მე იტალიური ფესვები მაქვს, გარდა იმისა, რომ იქ ვთამაშობდი. იტალია არგენტინის მოძმე ქვეყანაა და ძალიან გვიყვარს, არგენტინელებს არ უხარიათ, რომ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება.
მესი? თუ ლეო მოინდომებს, დარწმუნებული ვარ, რომ კარიერაში 1000 გოლის გატანა შეუძლია“, - აღნიშნა სკალონიმ.





