ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ თავდაჯერებულია და მისი გუნდი მოტივირებულია:
„მსოფლიოს ჩემპიონატის გამო არ ვნერვიულობ. ბედნიერი, მოტივირებული, თავდაჯერებული და მშვიდი ვარ. ვფიქრობ, რომ კარგი გუნდური სტრუქტურა გვაქვს, კარგი გარემო გვაქვს, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. მშვიდად ვართ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტის და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.







