„ლივერპულის“ მეკარე ალისონი ისევ ტრავმირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო მატჩებში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.
„წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ბრაზილიელის მდგომარეობაზე თქვა: „ალისონი კიდევ ცოტა ხანს ვერ ითამაშებს“.
უცნობია, ზუსტად რამდენი ხანი იუქმებს ბრაზილიელი კარის დარაჯი, მაგრამ „ლივერპულს“ უახლოესი მატჩი ასოციაციის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ ელოდება, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენთან“, მერე პრემიერლიგაში „ფულჰემთან“ და ისევ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან - ეს ყველაფერი ორ კვირაში.
გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 5, ასოციაციის თასზე და ინგლისის ლიგის თასზე - 1-1.





