23 წლის მაიმინ სანიანგი „დილას” ფეხბურთელია. პოზიციით მარჯვენა გარემარბს ორმაგი მოქალაქეობა აქვს: გერმანიის და გამბიის მოქალაქეა, შესაბამისად ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დროს, ორივე ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა.
სანიანგი თავდაპირველად გერმანიის 19-წლამდე ნაკრებში იყო გამოძახებული, შემდეგ კი გამბიის 21-წლამდე ნაკრებში ითამაშა.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მან თავისი პროფესიული საფეხბურთო კარიერა „ჰაიდენჰაიმის” აკადემიაში დაწიყო და თითქმის მთელი კარიერა გერმანიაში გაატარა. „ჰაიდენჰაიმიდან” ჯერ „ჰოფენჰაიმის” აკადემიაში გადაბარგდა შემდეგ კი გერმანული გრანდის მიუნხენის „ბაიერნის“ სისტემას შეუერთდა და ამ გუნდის როგორც 19 წლამდე, ისე დუბლშემადგენლობაში ითამაშა, რის შემდეგაც კარიერა „ჰანოვერში“ გააგრძელა. მისი ერთადერთი არაგერმანული კლუბი პოლონური „ტიხი” გახდლათ, სადაც „დილაში“ გადასვლამდე გამოდიოდა.





