ფეხბურთი

1:38 | 2.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გრავინა: "ფეხბურთი პროფესიონალური სპორტია, სხვები კი - სამოყვარულო"
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მთელი ქვეყანა გადაიმტერა

იტალია ბოლო წლებში წარმატებული სპორტული ქვეყანაა, ყველა სახეობაში ისტორიული შედეგები აქვთ, მაგრამ გამონაკლისი ფეხბურთია, სადაც ისტორიულად დაბალ წერტილს მიაღწიეს და მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდნენ.

ბოსნიასთან ფიასკოს შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას ჰკითხა: „რატომ იმარჯვებს იტალია ყველა სხვა სპორტში, მაგრამ არა ფეხბურთში?“

„ფეხბურთი პროფესიონალური სპორტია, სხვები კი - სამოყვარულო“, - უპასუხა გრავინამ, რამაც იტალიაში ყველა გააღიზიანა.

გრავინაზე ისედაც ყველა გაბრაზებულია და ამ განცხადების შემდეგ, კიდევ უფრო. მას გულშემატკივარიც აუმხედრდა და სპორტსმენებიც, რომლებიც წარმატებული არიან სხვადასხვა სპორტში - ოლიმპიური ჩემპიონებიც კი.

ისინი მთელი დღის განმავლობაში გრავინას განცხადებასთან დაკავშირებით საპასუხო და ირონიულ პოსტებს აქვეყნებენ.

გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, მაგრამ აშკარაა, რომ თანამდებობას დაატოვებინებენ, რადგან შეუძლებელია მან საფეხბურთო სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააგრძელოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091619