კალათბურთი

0:30 | 2.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მათე ხატიაშვილის 6-ქულიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის ლიგა ენდესაში „ბასკონიამ“ „სარაგოსა“ დიდი სხვაობით, 115:88 დაამარცხა, ხოლო მათე ხატიაშვილმა ბოლო წუთებში სათამაშო დრო მიიღო.

მათემ მიღებული შანსი გამოიყენა და ქულებიც დააგროვა. მან 10 დღის წინ სადებიუტო მატჩში ორი ქულა ჩააგდო, ახლა კი უფრო შედეგიანად ითამაშა.

ხატიაშვილმა 8 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. 17 წლის ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.

„ბასკონია“ 17 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, „მანრესას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.149362