საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტამბოლის „გალათასარაი“ დაძაბულ ბრძოლაში 84:83 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 20 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
საუკეთესო ესპანელთა ავსტრალიელი ლეგიონერი პატი მილსი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. „ტენერიფემ“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და ნახევარფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.
ამ გუნდების მეორე შეხვედრა 8 აპრილს, სტამბოლში გაიმართება.







