ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრების ფიასკოზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მთელი ღამე ვერ დაიძინა და ყველაზე ცუდი ისაა, რომ გადადგომას არავინ აპირებს:
„მთელი ღამე ვერ დავიძინე, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რაც მოხდა. ვსაუბრობთ ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონ გუნდზე. ეს სპორტული ტრაგედიაა, სირცხვილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რაც იტალიურ ფეხბურთს მის უახლეს ისტორიაში დაემართა. აქ არავინ გადადგება და ეს ყველაზე შემაშფოთებელია. პირველი ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, არის ფედერაციის პრეზიდენტი მთელ მენეჯმენტთან ერთად. უნდა შევკრიბოთ ექსპერტები, გავაანალიზოთ, რა ხდება და დავიწყოთ რეკონსტრუქცია ნულიდან. პრობლემა მხოლოდ შედეგებში არ არის - ეს სტრუქტურულია.
ამ სიტუაციიდან გამოსვლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეალური განახლების დაწყებას. იტალიას საკუთარი თავის ხელახლა შექმნა სჭირდება. იტალია გლოვობს. ასეთი საფეხბურთო ერისთვის მესამედ მუნდიალს მიღმა დარჩენა ძალიან რთული მისაღებია“, - თქვა კაპელომ.





