იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ კომენტარი გააკეთა გუნდის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრის შესახებ. იტალიელები ტურნირზე თამაშის უფლებისთვის ფინალურ პლეი-ოფის მატჩში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დამარცხდნენ (1:1, 4:1 პენალტებში).
„განადგურებული, დაღლილი, თვალცრემლიანი ვარ. ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ბავშვების, ოჯახების, ბებია-ბაბუების - ყველა იტალიელის წინაშე, ვინც მხარს გვიჭერდა.
ყველაფერი გავიღეთ და ვამაყობ ამ გუნდით. ჩვენ, ფეხბურთელები, მწვრთნელი და მთელი პერსონალი, ამ ოცნებაში ვიყავით გაერთიანებულები. მთელი ჩვენი ენერგია ჩავდეთ, მაგრამ ვერ შევძელით ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა.
ჩვენ დავმარცხდით - ეს არის რეალობა და სრულად ვგრძნობ ამ წაგების სიმძიმეს. მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და მათ, ვინც კვლავაც ჩვენს მხარდაჭერას გააგრძელებს, გულის სიღრმიდან მადლობას ვუხდი. რთულია, ძალიან რთულია, მაგრამ ერთად დავდგეთ. არც ერთი დღე არ გავა, როცა მოედანზე ყველაფერს არ გავაკეთებ“, - დაწერა ლოკატელიმ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.
2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.





