ფეხბურთი

13:42 | 2.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ემილიანო ვივიანო: „იტალიურ საფეხბურთო სკოლებში არაფერს ასწავლიან“

იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ემილიანო ვივიანომ გააზიარა თავისი მოსაზრება იტალიის ეროვნული გუნდის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერგასვლის შესახებ. პლეი-ოფის ფინალურ მატჩში იტალიელები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან (1:1, პენალტების სერიაში 4:1) დამარცხდნენ.

„წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯერ არ გადამდგარა. მის ადგილას მე იტალიას საერთოდ დავტოვებდი. ჩვენ სპორტის სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ვართ; ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, ნიჭის წარმოუდგენელი მრავალფეროვნება გაგვაჩნია. გვაქვს ყველაფერი, რაც სპორტში გამარჯვებისთვის გვჭირდება. მყავს შვილები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ. საფეხბურთო სკოლებში კი მათ არაფერს ასწავლიან. ისინი უბრალოდ ამბობენ: „დღეს წავაგე, დღეს მოვიგე“, - ციტირებს Lalaziosiamonoi ვივიანოს სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086742