NBA-ში „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუქსთან“ 101:130 დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძე გააძევეს.
ბითაძემ 15 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი ზუსტად ისროლა.
ერთ-ერთ მომენტში ბითაძემ ჯოკ ლენდეილის წინააღმდეგ იუხეშა, რასაც გუნდებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გოგა არასპორტული ჯარიმისთვის გააძევეს და თამაში ვეღარ გააგრძელა.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 40 მოგებით და 36 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 აპრილს, სტუმრად „დალასთან“ გამართავს.







