უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა დაიცვა, რომელიც ამავდროულად, უეფას ვიცე-პრეზიდენტია.
როგორც სლოვენიელმა აღნიშნა, იტალიური ფეხბურთის კრიზისი პოლიტიკოსების ბრალია და არა ფეხბურთის ფედერაციის ან მწვრთნელების.
„როდესაც სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, მწვრთნელს ყოველთვის ვეუბნებოდი: თუ გაიმარჯვებ, შენ და ფეხბურთელები გმირები იქნებით, თუ წააგებ, ჩემი და შენი ბრალი იქნება. იტალიის ნაკრების შედეგები აბსოლუტურად არ არის გრავინას ბრალი და არც ფეხბურთელებზე ან მწვრთნელზე დაბრალებას გავბედავდი. მითხარით, ვისი გამოძახება შეეძლო ამ ფეხბურთელების გარდა? ალბათ, იტალიელმა პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, რატომ აქვს იტალიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.
გაბრიელე ჩემი პირველი ვიცე-პრეზიდენტია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს ყველაზე დიდი დანაკარგი იტალიის ფეხბურთის ფედერაციისთვის იქნება. ადვილი არ იქნება ისეთი პიროვნების პოვნა, რომელსაც ასე ძალიან უყვარს ფეხბურთი და იტალია.
იტალია ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო ერია და მწვერვალს დაუბრუნდება. იტალიურ ფეხბურთში ყველაზე დიდი პრობლემა პოლიტიკასა და ნორმალურ „პოლიტიკას“ შორის ურთიერთობაა. თუ ყველა თავის რიგს დაიცავს, მალე ისევ მოიგებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატს. თუ იგივე ნეგატიური ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას, მაშინ ფეხბურთში საქმე კიდევ უფრო ცუდად წავა.
ევრო 2032 იტალიასა და თურქეთში დაგეგმილია და ჩატარდება. იმედი მაქვს, იტალიაში ინფრასტრუქტურა მზად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურნირი იტალიაში არ ჩატარდება“, - თქვა გრავინამ.





