„ვაშინგტონ კეპიტალსის“ ფორვარდი ალექსანდრ ოვეჩკინი პროფესიონალური ჰოკეის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მათ შორის საერთაშორისო გოლების რაოდენობით. NHL-ის რეგულარული სეზონის მატჩში „ფილადელფია ფლაიერზის“ წინააღმდეგ გატანილი გოლები 40 წლის ფორვარდის კარიერაში 1106-ე და 1107-ე იყო.
ფილადელფიელთა წინააღმდეგ გატანილი ორი გოლით ოვეჩკინმა ლრგენდარულ იარომირ იაგრს გაუსწრო, რომელსაც 1106 გოლი აქვს. ოვეჩკინმა NHL-ში 1005 გოლი გაიტანა, KHL-ში 19, რუსეთის სუპერლიგაში 38 და რუსეთის ნაკრებში 45. იაგრმა NHL-ში 844 გოლი გაიტანა, KHL-ში - 73, რუსეთის სუპერლიგაში - 20, ჩეხეთისა და ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატებში - 114 და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში - 55.
გაითვალისწინეთ, რომ ეს სტატისტიკა არ მოიცავს ბავშვთა, უმცროს, ახალგაზრდულ ან ნახევრად ამხანაგურ ტურნირებს.
ამიტომ, ოვეჩკინი ახლა ჰოკეის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.







