არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ გააზიარა თავისი მოსაზრებები იმის შესახებ, შეუძლია თუ არა „ინტერ მაიამის“ ვარსკვლავს, ლიონელ მესის, კარიერაში 1000 გოლის გატანა.
„მას შეუძლია 1000 გოლის გატანა. ვნახოთ, რამდენ ხანს ითამაშებს. მთავარია, მას თამაშის გაგრძელება სურს. ვიმედოვნებ, ეს მოხდება, რადგან ის მოედანზე ბედნიერია და ყველას გვინდა მისი ცქერა. ამტომ, არ არის გამორიცხული ლეომ ამ ნიშნულს უწიოს“, - ციტირებს სკალონის სიტყვებს beIN Sports.
ამ სეზონში ფეხბურთელმა ყველა შეჯიბრში ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი ბურთი გაიტანა. 38 წლის ფეხბურთელს ამჟამად 902 გოლი აქვს გატანილი. ამჟამინდელი რეკორდსმენი პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა (965).







