ირანის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მეჰდი მოჰამედ ნაბიმ ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოსმიერ ადრე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომ ირანის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფიფას წესები და რეგულაციები. პატივს ვცემთ მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ყველა მასპინძელმა ქვეყანამ ფიფას წინაშე აიღო ვალდებულებები და უნდა დაიცვას ისინი.
როდესაც მან შეიტყო, რომ ამხანაგურ მატჩებს ვმართავდით, პირადად მოვიდა ჩვენთან და პროდუქტიული დისკუსია გვქონდა“, - ციტირებს Footmercato ოფიციალური პირის სიტყვებს.
მანამდე ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰდი ტაჯმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შეერთებული შტატებიდან მექსიკაში გადატანის შესახებ.
ირანმა ადრე გააჟღერა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოსვლის შესაძლებლობა არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა ირანის ეროვნული ნაკრების ტურნირზე დასწრების შეუფერებლობაზე.







