იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა თანამდებობიდან გადადგა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიასთან მარცხის შემდეგ მან უარი განაცხადა გადადგომაზე, შეიძლება ითქვას, ზეწოლით ის აიძულეს, რომ პოსტიდან წასულიყო.
22 ივნისს, რომში ჩაინიშნა პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები, შესაბამისად, 22 ივნისს აირჩევენ ახალ პრეზიდენტს, რომელიც ვინ იქნება ჯერ უცნობია, მაგრამ რამდენიმე გვარმა მედიაში გაიჟღერა - პაოლო მალდინი, ადრიანო გალიანი, ჯოვანი მალაგო, ჯანკარლო აბეტე.
გაბრიელე გრავინა, რომელიც პარალელურად, უეფას ვიცე-პრეზიდენტია, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, შესაბამისად, მისი მმართველობის პერიოდში იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ორჯერ ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მთლიანობაში, „სკუადრა აძურა“ ზედიზედ მესამე მუნდიალს გამოტოვებს.
გავრცელებული ცნობით, პოსტს დატოვებს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოც.





