ფეხბურთი

18:24 | 2.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრები დატოვა

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და იტალიის ნაკრები დატოვა.

მან გადადგომის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ბოსნიასთან მატჩის დასრულებიდან ერთ წუთში გადადგომის შესახებ განცხადება მინდოდა, მაგრამ მთხოვეს, რომ მომეცადა, რათა ყველა სათანადოდ დაფიქრებულიყო. ახლა, როდესაც პრეზიდენტმა გრავინამ უკან დახევა გადაწყვიტა, თავისუფალი ვარ და ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ყველაფერს გულით ვატარებ, თუნდაც მტკივნეული ეპილოგით, რაც ამ გამოცდილებამ დამიტოვა“, - წერს ბუფონი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა 1997-2018 წლებში იტალიის ნაკრებში 176 მატჩი ჩაატარა, რითაც „აძურის“ რეკორდსმენია, ხოლო 2023 წლიდან დელეგაციის ხელმძღვანელად მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09491