ფეხბურთი

20:21 | 2.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მინდა, მყავდეს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მორიგ ტურში „ტულუზთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სანაკრებო პაუზის შემდეგ და „ლივერპულთან“ მატჩებამდე გამარჯვების მოპოვება.

„გუნდში ტრავმებული არავინ დაბრუნებულა. ვარჯიშის შემდეგ ვნახავთ, როგორია თითოეული მოთამაშის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა. ნათამაშები წუთები, მგზავრობა, გრძნობები... ამის შემდეგ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ „ტულუზთან“ გამარჯვებაზე და „ლივერპულთან“ ორი მატჩისთვის მომზადებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ფეხბურთელები მზად იქნებიან. ვფიქრობ, ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და იციან, სად ვართ ამჟამად.

კარგი შეგრძნებაა, როდესაც სეზონის ბოლო ორი თვე რჩება და გამარჯვების კონკურენციაში ხარ. ვფიქრობ, მზად ვართ. ფეხბურთელები აცნობიერებენ ამ მატჩების მნიშვნელობას. პარასკევს, „ტულუზთან“ მატჩში გამარჯვება მოგვიწევს, რათა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ და გუნდს გამარჯვება სურს.

უნდა მოვიგოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ, რადგან „ლანსი“ „ლილის“ წინააღმდეგ დერბის თამაშობს, რთული მატჩი ექნება. „ტულუზი“ ძალიან კარგი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი და სტატისტიკურად, მათ შეუძლიათ სახლში წააგონ, მაგრამ იშვიათად ერთ გოლზე მეტი სხვაობით. ჩემპიონთა ლიგამდე ლიგა 1-ია და მნიშვნელოვანია გამარჯვება. ვიცით მათი დონე და როგორ თამაშობენ. სანაკრებო პაუზის შემდეგ მატჩები შეიძლება რთული იყოს, ამიტომ გვინდა თამაშის კონტროლი და გამარჯვება.

მინდა, მყავდეს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველგან თამაში შეუძლიათ. ოცნება იქნებოდა ოცი ფეხბურთელის ყოლა, რომლებსაც ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. წარმოიდგინეთ მოწინააღმდეგე, როდესაც სასტარტო თერთმეტეულს დაინახავს, რომელშიც ყველა ფეხბურთელს ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ტულუზის“ მატჩი 3 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170189