„მილანის“, „ბოლონიას“ და „ტორინოს“ პრიმავერას ყოფილა ფეხბურთელმა ფედერიკო მანჯამელიმ, რომელიც ახლა არაპროფესიონალურ დონეზე, სერია D-ს „მილანოში“ თამაშობს, იტალიის ნაკრების მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს, თუ რა ხდება ახალგაზრდული ფეხბურთის სისტემაში.
ის წერს, რომ აგენტები სერია C-ში ფეხბურთელების ასაყვანად მინიმუმ 50 000 ევროს ითხოვენ და გუნდებში უპირატესობას უცხოელ ფეხბურთელებს ანიჭებენ:
„ერთი მხრივ მწყინს, მეორე მხრივ კი ბედნიერი ვარ. მხოლოდ მათ, ვინც ეს სფერო გამოიარა, შეუძლიათ მიხვდნენ, რა დგას ამის უკან: აგენტები, რომლებსაც ფეხბურთელები სერია C-ში 50 000-ევროიანი კონვერტის წყალობით გადაჰყავთ. სერია A-ს და პრიმავერას გუნდები, რომლებიც მთლიანად უცხოელებითაა დაკომპლექტებული და მათ ყოველთვიურად გიჟურ თანხებს უხდიან. მწვრთნელები, რომლებმაც არც კი იციან, ვინ ათამაშონ. გუნდის ხელმძღვანელები თანაგუნდელებს უხეშად და უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ.
ეს არის იტალიური ფეხბურთის მთელი სისტემა, ტოქსიკური სისტემა, რომელიც ცოტა ხნის წინ სიამოვნებით დავტოვე. სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ფეხბურთი იტალიაში სამაგალითო აღარაა. აქ დასაქმებული არიან უმეცარი და უხეში ადამიანები, რომლებიც მცირე თანხის სანაცვლოდ ყველაფერს კადრულობენ. ეს არის შედეგი“, - დაწერა მანჯამელიმ.





