„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ რაფინიას ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც ბრაზილია-საფრანგეთის ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა.
„ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, რაფინიას ტრავმა საფრანგეთსა და ბრაზილიას შორის ამხანაგურ მატჩში, ძალიან გამაღიზიანებელია. ის პროფესიონალია, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი ქვეყნისთვის და ეს ნორმალურია. თუმცა, ფიფამ უნდა შექმნას საერთაშორისო კალენდარი, რომელიც გაითვალისწინებს ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბების ტურნირებს. ამჟამად ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვთამაშობთ. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია. ეს აღმაშფოთებელია, კლუბებს არანაირი ძალაუფლება არ აქვთ“, - აღნიშნა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ რაფინია „ბარსელონას“ დაახლოებით ერთი თვით გამოაკლდა.





