„ბარსელონა“ ევროლიგის 35-ე ტურში კაუნასის „ჟალგირისს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 71:83 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 20 მოგებით და 15 წაგებით მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 7 აპრილს, „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.







