რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გადადგომის შესახებ განაცხადა.
80 წლის სპეციალისტმა ეროვნული გუნდი მუნდიალის პლეი-ოფში თურქეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ დატოვა. ამ თამაშის შემდეგ რუმინელი მწვრთნელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოშიც მოათავსეს. საბოლოოდ, მან წასვლა გადაწყვიტა.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება რუმინეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი, მაგრამ რუმინული მედიის ცნობით, გუნდს დროებით მაინც ლეგენდარული გეორგე ჰაჯი ჩაიბარებს.
მოგეხსენებათ, 2 ივნისს, თბილისში, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ თამაშს სწორედ რუმინეთთან ჩაატარებს.







