ფეხბურთი

1:09 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

82 წლის ჯანი რივერას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანი რივერამ განაცხადა, რომ მზადაა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს.

82 წლის რივერამ ისაუბრა იტალიურ ფეხბურთში და განსაკუთრებით, ახალგაზრდულ სექტორში არსებულ პრობლემებზე:

„მე მზად ვარ, რადგან ძალიან კონკრეტული გეგმა მაქვს. გვჯერა, რომ წინსვლის გზა ახალგაზრდა ფეხბურთელების საუკეთესო პირობებში ჩაყენებაა. საფეხბურთო სკოლებში ტექნიკას არ ასწავლიან.

ფეხბუთში აგენტების შემოსევაა, რომელთა მთავარი საზრუნავი საკუთარი ფინანსების გაუმჯობესებაა. ვიცი ბევრი ოჯახი, რომლებმაც უარი თქვეს საფეხბურთოს სკოლებში შვილების ტარებაზე, რადგან აგენტებისთვის ფულის გადახდა არ შეეძლოთ. შეიძლება, ეს ბავშვები დღეს ეროვნულ ნაკრებში ყოფილიყვნენ“, - თქვა რივერამ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 22 ივნისს გაიმართება, ხოლო კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 13 მაისია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.124192