კილიან მბაპემ გაიხსენა, რომ ევრო 2020-ის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლაზე ფიქრობდა.
„რეალის“ ფეხბურთელმა გაიხსენა მერვედფინალში შვეიცარიასთან გაცუდებული პენალტი, რის შედეგადაც, საფრანგეთი გავარდა, ხოლო მბაპეს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მინდოდა საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლა. მივხვდი, რომ საფრანგეთი პირველ ადგილზე დავაყენე, მაგრამ როგორც კი შეცდომა დავუშვი, ბევრმა მაიმუნის დაძახება დამიწყო და შეურაცხყოფა მომაყენეს. ჩემს თავს ვკითხე: ეს ის ხალხია, ვისთვისაც მოედანზე ვიბრძვი? დიდი სიმაღლიდან დავეცი, რადგან საფრანგეთთან ერთად ჩემი პირველი ტურნირი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. მოვიგე, ერთგვარი ეროვნული გმირი ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. შემდეგ ტურნირზე კი ეს ყველაფერი მოხდა, რთულია“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ 2017 წლიდან დღემდე საფრანგეთის ნაკრებში 96 მატჩში 56 გოლის გატანა მოახერხა.





