ფეხბურთი

0:20 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ბრაზილიელ ნახევარმცველს პირად კონტრაქტზე მოურიგდა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველ ედერსონთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

მხარეები შეთანხმდნენ, მაგრამ ჯერ კლუბები - არა. მოლაპარაკებები ტრანსფერზე გრძელდება, რომელიც 35-40 მილიონი ევროს ფარგლებში შესაძლოა შედგეს. თუმცა, ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ედერსონი „ატალანტაში“ 2022 წლიდან თამაშობს და 171 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „კრუზეიროს“, „კორინთიანსის“, „ფორტალეზას“ და „სალერნიტანას“ ღირსებას იცავდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156965