UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ცხვირი გაიტეხა და ტრავმირებულია. ინფორმაცია თავად მერაბმა სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო. მისი განცხადებით, დაზიანება სპარინგის დროს მიიღო და საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ეს აქამდე იყო.
"ისევ სულელური რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, პირველად ცხვირი პროფესიონალური კარიერის პირველ ბრძოლაში გავიტეხე, ახლა კი ეს 12 წლის შემდეგ სპარინგის დროს მოხდა. საქმე ახლა იმაზე რთულადაა ვიდრე აქმდე იყო, იგივე მიმართულებითაა გატეხილი და ვგრძონობ, რომ ერთ მხარეს სუნთქვასაც ვერ ვახერხებ.
სამედიცნიო დაწესებულებაში რენტგენი გადავიღე და ქირურგთანაც მქონდა კონსულტაცია. მან მითხრა, რომ თუ ცხვირის გასწორება მინდა სხვა ძვლებიც ახლიდან უნდა ჩამიმტვრიოს, რის აღდგენასაც მინიმუმ ერთი წელი სჭირდება. ამის გაკეთებას რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ექიმმა ამის შემდეგ მითხრა, რომ ოპერაციის გაკეთება კარიერის დასრულების შემდეგ შემეძლება, მე კი ამას მინიმუმ 20 წელი არ ვაპირებ.
ასე რომ მეგობრებო მომიწევს გატეხილ ცხვირთან შეგუება და ასე ბრძოლების ჩატარება. მიუხედავად ტრავმისა მე მაინც გამოვალ ჭიდაობის ტურნირზე და ჰენრი სეხუდოს დავუპირისპირდები", - განაცხადა მერაბმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ს ეგიდით 18 აპრილს გაიმართება.







