2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 70 დღე რჩება, და ტურნირი ისტორიაში პირველად 48 ნაკრების მონაწილეობით გაიმართება. ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის უკვე გამოჩნდა პირველი სერიოზული პროგნოზებიც.
ცნობილმა სტატისტიკურმა პლატფორმამ Opta თავის სუპერკომპიუტერზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტების სია, რომელმაც საკმაოდ დიდი განხილვა გამოიწვია.
Opta-ს გათვლებით, ტურნირის მთავარი ფავორიტია ესპანეთის ნაკრები,რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობის 15.83%-იანი შანსი აქვს. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, მათი ჩემპიონობის შანსი 12.77%-ია. მესამე-ეოთხე ადგილებს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები იყოფენ, სუპერკომპიუტერის აზრით მათი ჩემპიონობის ალბათობა 10%-ზე მეტია. ტოპ-5-ს ასრულებს პორტუგალიის ნაკრები, მათი შანსი 6.92%-ს შეადგენს და ისინი ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებები ტოპ 5-ს მიღმა დარჩნენ და შესაბამისად მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნის აიღებს და 19 ივლისს დასრულდება.







