თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი გამოჯანმრთელდა და ვარჯიშს დაუბრუნდა. ინფორმაცია ასევე ლისაბონის "სპორტინგის" მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა "სანტა კლარასთან" გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
"გიო (ქოჩორაშვილი) დაგვიბრუნდა. ვნახოთ შეძლებს თუ არა გარკვეული დროის შემდეგ ჩვენთვის ერთ-ერთი ვარიანტი იყოს. ყველაფერი კარგადაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამიტომ მიხარია მისი დაბრუნება." - განაცხადა ბორჟესმა.
გიორგიმ ბოლოს 5 თებერვალს, პორტუგალიის თასზე ითამაშა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა, მას საქართველოს ნაკრების მატჩების გამოტოვებაც მოუწია ისრაელისა და ლიეტუვის ნაკრებების წინააღმდეგ.
ცნობისთვის, "სპორტინგისა" და "სანტა კლარას" დაპირისპირება დღეს, 3 აპრილს 23:30 საათზე გაიმართება







