ფეხბურთი

14:06 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიული გამოცემა: "შტურმს" შემდეგი ტურის მატჩში კიტეიშვილის გარეშე მოუწევს თამაში"

ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung-მა ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი "შტურმს" მომდევნო ტურის შეხვედრაში (რაპიდის წინააღმდეგ) ვერ დაეხმარება, თუმცა ზუსტად რა პერიოდი გაუცდება კიტეიშვილს ჯერჯერობით უცნობი რჩება.

მოგეხსენებათ, რომ კიტეიშვილმა დაზიანება საქართველოსა და ისრაელის მატჩის დროს მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. კიტეიშვილი საქართველოდან სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად მიუნხენში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 21 შეხვედრაში 12 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა და ბომბარდირებში ლიდერია, უახლოეს მდევარს 2 გოლით უსწრებს.

„შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, „რაპიდს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091419