ფეხბურთი

14:49 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩი ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დასაწყებად ემზადება

რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დასაწყებად ემზადება, რათა „ჩელსის“ 2022 წლის გაყიდვიდან მიღებული დაახლოებით £2.3 მილიარდის განბლოკვა შეძლოს. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა TheAthletic-ი ავრცელებს.

რუსი ბიზნესმენი, რომელიც წლების განმავლობაში Chelsea FC-ს მფლობელი იყო, გეგმავს აღნიშნული თანხით ახალი საქველმოქმედო ფონდის შექმნას, რომელიც გლობალურ დონეზე ჰუმანიტარულ დახმარებას გაანაწილებს, თუმცა ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია უცვლელია — თანხა უკრაინასთან დაკავშირებულ პროგრამებს უნდა მოხმარდეს.

სწორედ ამ უთანხმოების გამო, მრავალმილიარდიანი თანხა დღემდე გაყინულია ბრიტანულ საბანკო ანგარიშებზე და მისი გამოყენება ვერ ხერხდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091443