ფეხბურთი

15:14 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მდგომარეობა იმაზე რთულადაა ვიდრე ელოდნენ: ალისონი დაბრუნებას კიდევ დიდი ხნით ვერ შეძლებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ალისონ ბეკერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა მწვრთნელმა FA თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბრაზილიელის ტრავმა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანდა.

"ალისონის მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე ველოდით, ის ჩვენთან ერთად არ იმყოფება. შესაბამისად ვერც "სიტისთან" და ვერც "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართ შეხვედრებში ვერ დაგვეხმარება. ვიმედოვნებთ, რომ ალისონი მოედანზე დაბრუნებას სეზონის ბოლოსკენ შეძლებს", - განაცხადა სლოტმა.

ამრიგად დარჩენილ მატჩებში "ლივერპულის" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ქართველ მეკარეს წინ დიდი გამოცდა ელის, რადგან მერსისადულ კლუბს ჯერ FA თასზე "სიტისთან" აქვს მნიშვნელოვანი მატჩი, ხოლო შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენთან" მოუწევს დაპირისპირება.

შეგახსენებთ, რომ ალისონმა ბოლოს "გალათასარაის" წინააღმდეგ ითამაშა, თავდაპირველად მის დაბრუნებას ერთ თვეში ვარაუდობდნენ, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082385