ჯენარო გატუზო იტალიის ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს, 48 წლის სპეციალისტმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
მას შემდეგ რაც "სკუადრა აძურა" მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ბოსნიასთან დამარცხდა, იტალიის ნაკრები ოფიციალურად უკვე დატოვა ჯანლუიჯი ბუფონმა და ასევე გადადგა ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა.
22 ივნისს, რომში ჩაინიშნა პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები, შესაბამისად, 22 ივნისს აირჩევენ ახალ პრეზიდენტს, რომელიც ვინ იქნება ჯერ უცნობია, მაგრამ რამდენიმე გვარმა მედიაში გაიჟღერა - პაოლო მალდინი, ადრიანო გალიანი, ჯოვანი მალაგო, ჯანკარლო აბეტე.
სწორედ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დაინიშნება ახალი მწვრთნელი. ჯერ უცნობია, ვინ იქნება, მაგრამ დასახელდა ანტონიო კონტეს, რობერტო მანჩინის, პეპ გვარდიოლას და მასიმილიანო ალეგრის ვარიანტები.
შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო იტალიის ნაკრებში 2025 წლის ზაფხულიდან მუშაობდა.





