ფეხბურთი

18:05 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

განის ნაკრებს იოახიმ ლიოვი ჩაიბარებს

განის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე იოახიმ ლიოვი გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად მალე უნდა დადასტურდეს.

გერმანელი სპეციალისტი კონტრაქტს 30 ივნისამდე გააფორმებს, ამ პერიოდში თვეში მისი გასამრჯელო 150 000 ევრო იქნება. ლიოვი ოტო ადოს შეცვლის, რომელიც სამი დღის წინ გერმანიის ნაკრებთან სპარინგში მარცხის შემდეგ დაითხოვეს.

იოახიმ ლიოვს 2021 წლის შემდეგ არ უმუშავია. ის 2006-2021 წლებში გერმანიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. განის ნაკრები მუნდიალზე ინგლისს, ხორვატიასა და პანამას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095089