მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ლა ლიგის მორიგ ტურში „მალიორკასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:
„ვინისიუსი კარგადაა, მაგრამ დაღლილი. ჩემმა მეგობარმა კარლეტომ (ანჩელოტი), დიდად არ დაასვენა (იღიმის). მაგრამ ამას ვინ იზამდა? მადრიდის „რეალის“ მოთხოვნები ძალიან ჰგავს ბრაზილიისას. ითამაშებს თუ არა, მოგვიანებით გადავწყვეტთ.
ბრაიმ დიასი გამოვიდა სიტუაციიდან, რომელიც ადვილი არ იყო, მაგრამ შეძლო ბრძოლა და იმის დემონსტრირება, თუ როგორი ფეხბურთელია. არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს და ყველა დამჭირდება.
ბელინგემის სიტუაცია ცოტა სპეციფიკური იყო. „ატლეტიკოსთან“ რამდენიმე წუთი ითამაშა, მაგრამ ტუხელმა გადაწყვიტა, რომ არ ეთამაშა, არ სურდათ სირკზე წასვლა. ჯუდმა კარგი ვარჯიშები ჩაატარა და ხვალ სათამაშოდ მზადაა.
ის, რაც ბოლო დღეებში მბაპეს მუხლზე ითქვა, აბსოლუტურად ტყუილია. დროა, ეს ამბავი უკან დავტოვოთ და მიზნებზე გავამახვილოთ ყურადღება. ედერ მილიტაო დაბრუნდა. როდესაც ის ფორმაშია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალან, ბედნიერი ვარ, რომ ის დაბრუნდა“, - თქვა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ „მალიორკასა“ და „რეალის“ მატჩი 4 აპრილს გაიმართება.





