ლონდონის „არსენალის“ მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „საუთჰემპტონთან“ მატჩამდე ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის წინ ფეხბურთელების დასვენება? შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები ყველა ტურნირის მოსაგებად. ასოციაციის თასის მოგებამდე ორი ან სამი თამაში გვაშორებს და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩვენთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი შეჯიბრია, რომელიც ჩვენი კლუბის ისტორიასთან არის დაკავშირებული. დავუპირისპირდებით გუნდს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო დროს ბევრი თამაში მოიგო. ვიცით მოლოდინები, გულშემატკივრები და ატმოსფერო, რომელსაც ისინი შექმნიან, ამიტომ მზად ვართ და გვსურს უემბლიზე დაბრუნება და ხვალ ამის შესაძლებლობა კვლავ გვექნება“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „საუთჰემპტონი“ – „არსენალის“ მატჩი 4 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.





