ფეხბურთი

11:04 | 4.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ატლეტიკო" ლა ლიგის და ალბათ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ ისაუბრა.

მან შეაქო დიეგო სიმეონეს გუნდი და ასევე ისაუბრა რაფინიას ტრავმაზე, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო:

„ლა ლიგის და სავარაუდოდ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მატჩია. მათ ბევრი ხარისხიანი მოთამაშე ჰყავთ, რომლებსაც მატჩის ბედის დამოუკიდებლად გადაწყვეტა შეუძლიათ. არ შეიძლება შეცდომები გავიმეოროთ, რომელიც „ატლეტიკოსთან“ სათასო შეხვედრაში დავუშვით.

რაფინიას ტრავმა? ისინი დამნაშავეები არ არიან. ეს ტრავმაა და მასთან ერთად უნდა ვიცხოვროთ. ეს ცხოვრების ნაწილია. კარგ დროს არ მომხდა, გვწყინს, მაგრამ უნდა ვნახოთ, როგორ გავუმკლავდეთ ამას. რაფინიას პირველი ტრავმა არ არის. ჩვენთან ორშაბათს დაბრუნდება, მას რამდენიმე დღე მივეცით, რათა ბრაზილიაში დრო ოჯახთან ერთად გაატაროს“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ ლა ლიგის ეგიდით 4 აპრილს შეხვდება, ხოლო შუა კვირაში უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც მადრიდულ გუნდს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091656