ფეხბურთი

20:10 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის "უოტფორდის" მარცხი ჩემპიონშიფში

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-40 ტურში „უოტფორდი“ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ესტუმრა, რომელთანაც 1:2 დამარცხდა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო - გიორგი ჩაკვეტაძეც და საბა გოგლიჩიძეც, რომელიც გამოჯანმრთელდა. ჩაკვე 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო საბა 85-ე წუთზე, მანამდე მან ყვითელი ბარათიც მიიღო.

„უოტფორდი“ 0:2-ს აგებდა და 85-ე წუთზე მოახერხა სხვაობის შემცირება, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩა.

გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში გოლი არ გაუტანია და 3 საგოლე პასი მიითვალა, საბა გოგლიჩიძის აქტივში კი 8 თამაშია.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 56 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 6 აპრილს, „ჩარლტონს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094305