ფეხბურთი

21:18 | 3.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" პირველი გამარჯვება სეზონში

საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში „დინამო ბათუმმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ლიდერი „სპაერი“ 4:1 გაანადგურა. მატჩის ბედი პრაქტიკულად საწყის 14 წუთში გადაწყდა, როცა მასპინძლებმა სამი გოლი გაიტანეს. ანგარიში ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა, ხოლო შემდეგ დმიტრი მანდრიჩენკომ დუბლი შეასრულა.

სტუმრებმა შესვენებამდე საბა გეგიაძის გოლით უპასუხეს, მაგრამ მეორე ტაიმში სამბურთიანი სტატუსკვო უერდი მარამ აღადგინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სპაერი“ მარცხის მიუხედავად, 9 ქულით ისევ ლიდერია და „მეშახტეს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმმა“ 6 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი „რუსთავს“ დაუპირისპირდება.

„დინამო ბათუმი“ – „სპაერი“ 4:1 (3:1)

გოლები: 1:0 კალანდარიშვილი (4), 2:0 მანდრიჩენკო (10), 3:0 მანდრიჩენკო (14), 3:1 გეგიაძე (31), 4:1 მარა (57)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156723