საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელსაც დამაჯერებლად 17:11 აჯობა.
საქართელოს ნაკრებში 3-3 გოლით დუშან ვაშიჩი, ხვიჩა ჯახაია და ნიკა შუშიაშვილი გამოირჩნენ, ორჯერ გაიტანა საბა ტყეშელაშვილმა, ხოლო თითო გოლი გიორგი მესხის, საბა მაჭავარიანის, ბესარიონ ახვლედიანის, ველიკო ტანკოსიჩისა და სტეფან პიეშივაცის აქტივშია.
საქართველოს ნაკრები 4 აპრილს ავსტრალიას გაეჯიბრება, ხოლო 5 აპრილს - სლოვაკეთს.
რევაზ ჩომახიძის გუნდი მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომლის ეგიდით ჯგუფურ ეტაპზე 7-9 აპრილს, თურქეთს, ბრაზილიასა და სლოვენიას დაუპირისპირდება.







