საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ორი მატჩით დასრულდა.
იმერულ დერბიში „ტორპედომ“ „მეშახტე“ დაამარცხა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. დირკ შუსტერის გუნდი პირველ ტაიმში თავური დარტყმით დიეგო დეისაძემ დააწინაურა.
მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი არაბიძემ გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ეს მისი პირველი გოლია „ტორპედოში“ დაბრუნების შემდეგ. მალევე ფელიპე პირესმა სხვაობა სამამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
„ტორპედო“ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „მეშახტეს“ 5 ქულა აქვს, მეშვიდეა და „სპაერს“ გაეჯიბრება.
თბილისის „იბერიამ“ სტუმრად „გაგრა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ანაგარიში დასაწყისში ბაქარ ქარდავამ გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს დავით მუჯირმა უპასუხა. საქართველოს ჩემპიონმა მაინც მოიგო - 69-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
„იბერია“ 7 ქულით მესამე ადგილზეა და „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 4 ქულთ ბოლო პოზიციაზეა და „დილას“ დაუპირისპირდება.
„ტორპედო“ – „მეშახტე“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 დეისაძე (17), 2:0 არაბიძე (51), 3:0 პირესი (58)
„გაგრა“ – „იბერია“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 ქარდავა (9), 1:1 მუჯირი (45), 1:2 გოშთელიანი (69)





