ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა იტალიის ნაკრების დარჩენა ფეხბურთისთვის კარგი არ არის.
„კალაფიორისთვის განწყობის ამაღლება უნდა ვცადო. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მისთვის, არამედ იტალიისა და ფეხბურთისთვისაც რთულია. ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და სადაც ფეხბურთი ძალიან უყვართ. მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ვერგასვლა არმგონია, ფეხბურთისთვის კარგი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს აჩვენებს რამდენად რთულია იქამდე გასავლელი გზა“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩა.





