ფეხბურთი

0:53 | 4.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი და პსჟ-ს გამარჯვება ლიგა 1-ში

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტური „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ტულუზის“ მატჩით გაიხსნა, რომელშიც პარიზელებმა 3:1 მოიგეს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა.

პსჟ 23-ე წუთზე დაწინაურდა, უსმან დემბელეს ულამაზესი გოლით, რომელმაც შორი მანძილიდა საოცარი დარტყმით შეაგდო. ოთხ წუთში სტუმრებმა მატვეი საფონოვის შეცდომა გამოიყენეს და რასმუს ნიკოლაისენმა გაათანაბრა.

თუმცა, პსჟ-მ მალევე აღადგინა უპირატესობა, რაშიც კვარას დიდი წვლილია, რომელმაც კუთხურის შემდეგ თავით საგოლე პასი მიითვალა, გოლი კი ახლო მანძილიდან დემბელემ გაიტანა, რომელმაც დუბლი შეარულა. საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელია 68-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა კარგად ითამაშა, ასისტის გარდა, მთელი თამაში აქტიური და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე 37 შეხვედრაში 12 გოლი და 8-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„პარი სენ-ჟერმენი“ 63 ქულით პირველ ადგილზეა და ლიგა 1-ში მომდევნო მატჩს 19 აპრილს, „ლიონთან“ გამართავს, მაგრამ მანამდე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 8-14 აპრილს, „ლივერპულს“ ორჯერ შეხვდება, კვარაცხელიაც გიორგი მამარდაშვილის წინააღმდეგ ორჯერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162666